რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროცედურას დაიწყებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას განუცხადა, რომ იგი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ოფიციალური აღიარების პროცედურას დაიწყებს.

აღნიშნულის შესახებ რუსული მედია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

„სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. დელეგაციას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი გასცემს განკარგულებას, რათა მისი ქვეყნის საგარეო უწყებამ დაიწყოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ოფიციალურად აღიარების პროცედურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისერგეი გაიდაი – სევეროდონეცკში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი
შემდეგი სტატიახუნდაძე – სტატუსის მონიჭების ალბათობა ახლა უკვე 60/40-ზეა, რეზოლუცია ბევრი ევროპარლამენტარისთვისაც კი გამაღიზიანებელი იყო, რადგან ევროპა ღირებულებებს სცემს პატივს