მოსკოვისა და ტულის ოლქებში, „დონის“ ავტომაგისტრალზე მოძრაობაზე შეზღუდვები შენარჩუნებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ამასთან, საგზაო შეზღუდვები სრულად არის მოხსნილი როსტოვსა და ლიპეცკში.
„რეგიონებში მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ძალაში რჩება მოძრაობის შეზღუდვა M-4 „დონის“ მაგისტრალზე ტულისა და მოსკოვის ოლქებში“, – ნათქვამია რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოზე.
რუსეთში როსტოვსა და მოსკოვის დამაკავშირებელ „დონის“ მაგისტრალზე გადაადგილება გუშინ შეიზღუდა კერძო ამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დედაქალაქისკენ მსვლელობის გამო. „დონის“ მაგისტრალზე მოეწყო ბლოკპოსტები.