რუსული მედიის ინფორმაციით, კურსკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთში, კურსკის ოლქის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, ცეცხლი გაუხსნეს სოფელ კრუპეცში მდებარე გამშვებ პუნქტს. რუსმა მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიკიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში ცხედარი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაბერაია – ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა, აქედანაც გულთბილი მოკითხვა არესტოვიჩს