16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

რუსული მედია: უკრაინის გუშინდელი თავდასხმა რუსეთზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო

Screenshot

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გუშინდელი თავდასხმა რუსეთზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ ღამის განმავლობაში თითქმის 600 უკრაინული დრონი გაანეიტრალა.

„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალების მიერ ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლენინგრადის, ლიპეცკის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ნოვგოროდის, ორლოვის, ფსკოვის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტვერისა და ტულის ოლქების, მოსკოვის რეგიონის, კრასნოდარის მხარის, ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში გადაჭრილი და განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 598 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“ – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშინატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, დაზარალებულს წერილობით მიმართავს
შემდეგი სტატიაოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს