რუსული მედია: საქართველო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის

საქართველო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის – ასეთი სათაურით სტატიას აქვეყნებს რუსული “რამბლერ- ფინანსები”.

სტატიის ავტორის თქმით, გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ საქართველო მოსკოვთან მნიშვნელოვანი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილის შესასრულებლად მზაობას გამოხატავს, რომელიც პირდაპირ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებას უკავშირდება და რომელზეც საქართველო უარს ამბობდა უკანასკნელი რვა წლის მანძილზე. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს, ჯერჯერობით, ოფიციალურად არა აქვს განცხადება გაკეთებული, მაგრამ მზადება მიმდინარეობს. საუბარია 2011 წლის 9 ნოემბერს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო პუნქტების გახსნას გულისხმობს.

ჟენევის მოლაპარაკებებზე, ქართული მხარის პოზიციით, საბაჟო პოსტები როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუსთან უნდა განთავსებულიყო, რასაც მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, რადგანაც ის 2008 წელს მის მიერ აღიარებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სუვერენიტეტს ლახავდა და საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადადიოდა.
რადგანაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, კომპრომისის სახით საუბარი იყო საკითხის გადაწყვეტაში შვეიცარიის წარმომადგენლობა ჩართულიყო. გასული წლის მაისში ჟენევაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელის თანახმადაც, ტვრთების მონიტორინგს შვეიცარული კომპანია SGS (Societe Generale de Surveillance) განახორციელებს. თუმცა, ისევ გაურკვეველი დარჩა პუნქტების ადგილმდებარეობა. თბილისს არ მიუღია არც ერთი შეთავაზებული სცენარი.

ახლა კი, რუსული მედიის ცნობით, თბილისი დათანხმდება საბაჟოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკებთან არსებულ დროებით საზღვრებზე გახსნაზე, რაც ფაქტობრივად დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სუვერენიტეტის სრულ აღიარებას ნიშნავს – რუსული მედია წერს. საკითხი, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ამ პროცესში, ჯერჯერობით, უცნობია. “თუმცა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს უკვე სერიოზული დათმობაა, რაც დიპლომატიური დამარცხების ტოლფასია. ამ დინამიკით, აფხაზური და სამხრეთოსური საბაჟო პუნქტების არსებობა, რუსულიდან ერთ მეტრში, დროის საკითხია და ფაქტობრივად, მათი იურისდიქციის აღიარებაც სრულიად შესაძლებელია. და თუკი საქართველო საკითხის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბარს არ აპირებს, ეს მხოლოდდამმხოლოდ დროებითია” – წერია რუსულ სტატიაში.

banner
წინა სტატიაშიატოცში ძლიერი ხანძარია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერს შეხვდა