13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რუსული მედია: რუსეთში ძებნილი ყოფილი მოსამართლე საქართველოში ცხოვრობს

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ძებნილი ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა საქართველოში ცხოვრობს. 

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა და თქვა: „ის ნამდვილად ძებნაში იმყოფება. ამასთან, საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილია. ის თბილისში ცხოვრობს“.

როგორც ცნობილია,  ყოფილი მოსამართლე ელენა ხახალევა სკანდალში 2017 წელს, მისი შვილის 2-მილიონიანი ქორწილის შემდეგ გაეხვა. სკანდალის შემდეგ ის რუსეთში „ოქროს მოსამართლის“ სახელით გახდა ცნობილი. 2021 წელს კი ხახალევას ბრალი თაღლითობისთვის წარუდგინეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიreuters: შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: ტრამპმა ირანთან დაკავშირებული ახალი წინადადება თანაშემწეებთან ერთად განიხილა