რუსული გამოცემა news161ru ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტვერთან, ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების მძიმე ვიზუალური მდგომარეობის გამო, ცალსახად დადასტურებული არ არის, რომ მათ შორის ევგენი პრიგოჟინიცაა. ძალოვნები ამბობენ, რომ საიროა გენეტიკური ექსპეტიზის ცატარება.
“დოკუმენტები ჯერ არ არის, შავი ყუთი არაა გაშიფრული. ცხედრების ვიზუალური ამოცნობა არ ცატარდება, რადგან მათი ამოცნობა შეუძლებელია. კატასტროფის ადგილზე გაგზავნილი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები, რათა დამატებით იპოვონ ნივთები და ცხედართა ნარჩენები, რის შემდეგაც გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდება”, – უთხრა წყარომ გამოცემას.