რუსული მედია: აშშ რუსეთის საზღვრებთან ,,კუნთების დემონსტრაციას,, ახდენს

პროპუტინული რუსული მედია და რუსი ექსპერტები, საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებს ,,ღირსეული პარტნიორი-2017,, აშშ-ს მიერ რუსეთის საზღვრებთან ,,კუნთების დემონსტრაციად,, განიხილავს.


,,ვაზიანში მიმდინარე წვრთნებში სულ 2800-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას, საიდანაც 1421 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ წვრთნებში ტონს ამერიკელები იძლევიან. ამიტომ ეს სამხედრო მანევრები განიხილება, როგორც აშშ-ს მხრიდან რუსეთის საზღვრებთან ,,კუნთების დემონსრაცია,, ,, აცხადებს რუსი ექსპერტი დიმიტრი ნერსესოვი.
,,არც რუსეთი რჩება ვალში, რომელმაც 25 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიაში 16.000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით დაიწყო სამხედრო წვრთნები. როგორც ცივი ომის დროს, მოსკოვი და ვაშინგტონი ცალცალკე აწყობენ სამხედრო წვრთნებს დაპირისპირების ხაზზე,,- აცხადებს რუსი ექსპერტი აიდინ მეხტიევი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათებული ღამის თბილისი [ვიდეო]
შემდეგი სტატიათვდასხმა ერაყის საელჩოზე ქაბულში