რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება.
„აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად განადგურდა“, – აცხადებენ „როსკოსმოსში“.
„როსკოსმოსმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 19-20 აგვისტოს აპარატის მოძებნისა და მასთან კომუნიკაციის დამყარების ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო.
„წინასწარი ანალიზის შედეგების მიხედვით, დადგინდა რომ კოსმოსური ხომალდი Luna-25 გადავიდა არასაპროექტო ორბიტაზე და მთავრის ზედაპირს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.