“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.

პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის  საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
შემდეგი სტატიანონა ქურდოვანიძე – მზია ამაღლობელი, მას შემდეგ, რაც იმყოფება მეხუთე დაწესებულებაში, არ იღებს საკვებს, იღებს მხოლოდ წყალს და ასე აგრძელებს ბრძოლას