რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა

მორიგი ჯარიმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს – თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე 5 000 ლარით დააჯარიმა. შსს მას 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებას ედავებოდა.

“მეგობრებო თქვენი დახმარება დაგვჭირდება
დღეს სასამართლომ ჩვენს დამფუძნებელს გიორგი ჯაფარიძეს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა , 2 მაისს გმირთა მოედნის გზის პიკეტირების ორგანიზებისთვის.
გასაჩივრება არ შეიძლება თუ თანხას არ გადაიხდის, ვადა არის 7 დღე
ანგარიშის ნომერს დავდებთ კომენტარებში
გავიმარჯვებთ სახელოვნად “-წერს ორგანიზაცია და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

  • GE16TB7891345061600006
  • GE53BG0000000131336304 
banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: მეასე ხარისხოვანია ყველა ის სამთავრობო გადაადგილება, რომელიც ახლა იქნება
შემდეგი სტატიაადმინისტრაცია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა