“რუსული კანონის” მხარდასაჭერად “ქართული ოცნება” აქციას გამართავს

"ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების ძებნა უკვე დაიწყეს. "რა? სად? როდის?" კლუბის წევრების 20 კაციან შემადგენლობას პარტიაში ცოტა ხნის წინ უმასპინძლეს. მოაზროვნეები პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ამ ეტაპზე უარყოფენ, თუმცა სამომვლოდ არ გამორიცხავენ, რომ კლუბის რომლიმე წევრმა გადაწყვტილბა შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. დასახელდა კონკრეტული თვეც, სექტემბერი. ერთ–ერთი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნოდ მოაზროვნეები პარტიის სახეები გახდებიან სანაცვლოდ გიორგი მოსიძემ დეპუტატის სავარძელი მოითხოვა. დათანხმდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში გიორგი მოსიძის დეპუტატობას ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ კონსულტაციები მმართველ გუნდში ისევ გაიმართება. შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ შეკითხვები ამ საკითზზე "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე შეხვდრებზე ხშირად ისმება.

“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ითვალისწინებენ მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტთან “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ჩაატარებენ. აქცია “რუსული კანონის” მხარდასაჭერად გაიმართება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პრეოცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას.

ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!

banner
წინა სტატიაში22 აპრილი, 18:00 სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – 6.4%-იანი საბაზო სცენარი