რუსული კანონის მხარდამჭერი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იქნება

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ხატია წილოსანი დაიკავებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ხატია წილოსანის კანდიდატურა დასანიშნად „ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა. ხატია წილოსანი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.

banner
წინა სტატიაშირა უნდა დღეს ჩვენგან დიპსტეიტს? – ზურაბ ჯაფარიძის მეორე წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიანანი ბრეგვაძის კონცერტი