რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა-აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ვიზალიბერალიზაციაც:

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის და არ შეესაბამება კანდიდატის სტატუსს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.

თუ ხელისუფლება თბილისში არ მოისმენს და გაიაზრებს ჩვენს შეშფოთებას და ამის საპირისპიროდ ისინი შეეცდებიან, რომ საკუთარი სტრატეგია გაატარონ, მაშინ სრულიად შესაძლებელია რომ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი დადგეს კითხვის ქვეშ, არამედ ევროპაში უვიზო მიმოსვლაც” ამბობს აუსტრევჩუსი “მთავარ არხთან”

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე: რუსეთი იცავს ოცნების ნაბიჯს, აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს
შემდეგი სტატიაშსს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს