რუსული კანონის გამო, ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, ივლიანე ხაინდრავამ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ის “ტაბულასთან” ადასტურებს.

“[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ,” – განაცხადა ხაინდრავამ “ტაბულასთან.”

შეგახსენებთ, რომ ივლიანე ხაინდრავა წლებია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველია. მანამდე ის იყო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ასევე, 1992-1995 და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი.

banner
წინა სტატიაშისაერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ – კალაძე
შემდეგი სტატია“ოცნების” პროპაგანდისტულმა არხებმა ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტსა და ივანიშვილის სანქცირებაზე დაწერილი ნიუსები წაშალეს