“[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”-სტანო

“[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”, – ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სერიოზულად შეშფოთებული რჩება”. მისი თქმით, [რუსული] კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია.

სტანო ამბობს, რომ ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონტაქტები მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე შეამცირა.

“[საქართველოს] მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს – გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვიც
შემდეგი სტატიაუკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს