რუსული ინტრიგები საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ურთიერთობაში

https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&uact=8&ved=0CBsQFjAAahUKEwiphJyRoZ3JAhXFDCwKHZkGCo4&url=http%3A%2F%2Fvesti.az%2Fnews%2F271662&usg=AFQjCNFUejx2Jltg6F20O-IZN9ixHoQE3g&sig2=LyL_l-tnvvEW3aszRl4rqwოქტომბერში, თბილისსა და გაზპრომს შორის გამართულ მოლაპარაკებებში,როცა განიხილებოდა რუსული გაზის სომხეთში და საქართველოსთვის კი კომერციული გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდება, ზოგმა დამკვირვებელმა შეამჩნია, რომ, შეიძლება წამოჭრილიყო პრობლემები სამხრეთ კავკასიის გაზის დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მონაკვეთზე. ასეთი დასკვნები ნაადრევია, ვინაიდან წარმოქმნილი სიტუაცია ჯერ მხოლოდ ქართული გაზის ბაზარს და აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის ინტერესებს შეეხო, რომლის წილი ამ ბაზარზე 90% შეადგენს. აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციის ასეთი პოზიციები გამომდინარეობს ბაქოსა და თბილისს შორის სტრატეგიული ენერგოტრანზიტის ინფრასტრუქტურების შექმნიდან.რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ 2008 წელს, საქართველომ თავისი ენერგორესურსების უსაფრთხოება დააკავშირა აზერბაიჯანთან, გადასცა რა თავისი გაზის გამანაწილებელი სისტემის ლომის წილი აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციის მმართველობაში.
„გაზპრომის“ თავმჯდომარეს ალექსეი მილერთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან, კახი კალაძესთან პირველი მოლაპარაკებები შედგა სექტემბერში, ბრიუსელში და გაგრძელდა ოქტომბერში, მილანში. სავარაუდოდ, ინციატივა გაზპრომიდან წამოვიდა, თუმცა დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პირიქით, მოლაპარაკებები ინიცირებული იყო ქართული მხარის მიერ, რის საფუძვლად ასახელებენ რუსეთის გაზის მონოპოლისტის, გაზპრომის 1% აქციების მფლობელის, ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ფაქტია, რომ გაზპრომი აპირებს რაზდანის თბო-ელექტროსადგურის დამატებითი ბლოკის ამუშავებას, ამიტომ რუსეთის კომპანიას სჭირდება გაზის გაზრდილი მოცულობის მიწოდება სომხეთისთვის. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების თემა იყო არა მხოლოდ სომხეთისთვის გაზის მოცულობის გაზრდის სანაცვლოდ გაზპრომის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული გაზის საკითხი, არამედ იმ კომერციული გაზის მოცულობა, რომლის ყიდვასაც საქართველო აპირებს, თუკი რუსული გაზის ფასი კონკურენტული იქნება აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით.
ქართული მხარის მოტივაცია გასაგებია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაზპრომიდან დაბალ ფასში მიიღებს გაზის დამატებით მოცულობას, ის შეძლებს ბაქოზე ზეწოლას მის მიერვე მოწოდებული გაზის ფასთან დაკავშირებით. ქართული მხარე ამით აგრძნობინებს აზერბაიჯანულს, რომ შეუძლია საერთოდ უარი თქვას კომერციულ გაზზე სიძვირის გამო, რომელსაც ყიფულობს აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციიდან.
შეგახსენებთ, დღევანდელი ქართული ხელისუფლება ცდილობდა ბაქოს მოლაპარაკებოდა, რომ დაეკლო გაზზე ფასი, რომელსაც ის ყიდულობდა აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციისგან;ქართული ხელისუფლება ასევე ცდილობდა, შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირებები, რომ დაუკლებდა გაზის გადასახადს.
მაგრამ ალიევთან მოლაპარაკებების შემდეგ, მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან ისედაც ყველაზე დაბალ ფასად ყიდულობს გაზს.

სომხეთთან გაზპრომის გეგმებმა ქართულ მხარეს მისცა შესაძლებლობა ბაქოზე ზეწოლა განეხორციელებინა არა მხოლოდ კომერციულ გაზთან დაკავშირებით, არამედ მოსახლეობისთვის მიწოდებული გაზის ტარიფებთან დაკავშირებით. საკითხი მნიშვნელოვანია მოქმედი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან მომავალ წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ფასების დაკლება გაზზე კი გაზრდისმოსახლეობაში ხელისუფლების რეიტინგსოპოზიციის, სააკაშვილის მიერ შექმნილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მზარდი აქტიურობის ფონზე.
საეჭვოა, რომ გაზპრომმა კომერციული გაზი უფრო ნაკლებ ფასად მიაწოდოს საქართველოს, ვიდრე სომხეთს, რომელიც რუსეთისგან 1 კუმ/მ გაზს შეღავათით, 165 დოლარად ყიდულობს. ასეთი ფასი გამონაკლისია, და ეს იმიტომ, რომსომხეთი მოსკოვის პოლიტიკის უსიტყვო შემსრულებელია.
საქართველოს ეხლანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც წინანდელი, აცხადებს საქართველოს პოლიტიკური კურსის შეუქცევადობას და სწრაფ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.საეჭვოა, რომასეთი კურსის გამო მოსკოვი რაიმე დათმობებზე წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ენმ-სგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. ზოგი ექსპერტის აზრით, გაზპრომთან თანამშრომლობის გაფართოვებით ხელისუფლება ცდილობს ცოტათი მაინც შეამციროს რუსეთის აგრესიულობა, რაც დაააზიანებს კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგს წინასაარჩევნოდ.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებებით მოსკოვმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ივანიშვილის და მისი მომხრეების პოზიციებს, რომლებიც გამოდიოდნენ რუსეთთან დიალოგის მომხრეებად, მიუხედავად კრემლის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა. ამასწინათ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გამოვიდა რუსეთთან გაერთიანების ინიციატივით, რამაც, შეიძლება თბილისი შეაშფოთა.თუმცა, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის ინიციატივა მოსკოვის ზეწოლის ერთ-ერთი ელემენტია დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. რუსეთს, ფორმალურად, მაგრამ მაინც სჭირდება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი, რომ ქონდეს საქართველოზე ზეწოლის შესაძლებლობა.
თუ გაზპრომი დათანხმდება, რომაზერბაიჯანის გაზზე ნაკლებ ფასად მიაწოდოს საქართველოს თავისი გაზი, მაშინ ის ეცდება ხელში ჩაიგდოს საქართველოს გაზის გამანაწილებელი სისტემის ნაწილი. ქართულ ოპოზიციასმიაჩნია, რომ გაზპრომის დაბრუნება სახიფათოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რის გამოც ოპოზიციურმა ერთიანმა ნციონალურმა მოძრაობამ საპროტესტო აქციები მოაწყო და მოითხოვა, გასაჯაროვდეს ამ საკითხის განხილვა უსაფრთხოების საბჭოში და პარლამენტში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იზიარებს ამ აზრს. მან მოითხოვა, რომ მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნას გაზპრომთან მოლაპარაკებების და თანამშრომლობის საკითხები. თავისი პოზიცია მარგველაშვილმა იმით დაასაბუთა, რომ ცალკეული მაღალჩინოსნებიამ თემაზე ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებენ.
მართლაც, როცა ენერგეტიკის მინისტრმა, კალაძემ გაზპრომთან მოლაპარაკებები იმით დაასაბუთა, რომ კომერციული გაზმა შეიძლება ჩაანაცვლოს უფრო ძვირიანი აზერბაიჯანული გაზი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი, რომელიც 10 ოქტომბერს ბაქოში იყო ჩასული, ამტკიცებდა, რომ არავითარ ჩანაცვლებაზე ლაპარაკი არ არის. პრემიერი და მისი საგანგებო წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამტკიცებდნენ, რომ საუბარი მხოლოდ გაზის იმ მოცულობის გაზრდაზეა, რომელსაც საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს რუსეთიდან. ოპოზიციის კრიტიკის გაძლიერების შემდეგ იმავე კალაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს გაზის იმხელა მოცულობა, რომ სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნები და დამამტკიცებელ არგუმენტად მოიყვანა აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის მიერ გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებები რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე. ეს არგუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საქართველოს მიერ წლიურად მოხმარებული გაზი 2 მლრდ კუბ/მ შეადგენს, ამდენივეს აწვდის აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაცია.
ქართველი ექსპერტების მტკიცებით, საქართველოში ბოლო დროს არ ამუშავებულა ისეთი ძლიერი საწარმოები, რომლებსაც გაზის გაზრდილი მოცულობა სჭირდება. ამიტომ, ქართულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია დაკავშირებულია „რუხი კარდინალის“ ივანიშვილის რომელიღაც ბიზნესთან. ეჭვები გაძლიერდამასშემდეგ, რაც დაუჭირა რა მხარი გაზპრომთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უკეთესია, თუ არ იქნება ერთი რომელიმე კომპანიის მონოპოლია. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამდაგვარი მიდგომაგამართლებულია, მაგრამ აქ არის გარკვეული ნიუანსები. ერთი მათგანია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა შესაძლებელია წერტილს დაუსვამს მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციის მონოპოლიას, რაც კოალიცია „ქართულ ოცნებისთვის“ შიდაპოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს.
ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ ივანიშვილმა განიზრახა, შეავიწროვოს აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაცია ქართულ ბაზარზე იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც ის აკონტროლებს. ამისთვის კი მას სჭირდება გაზის სხვა წყაროები. ერთ მათგანია გაზპრომი, მეორე – ირანის გაზი, ამ საკითხზე თბილისმა მოლაპარაკებები დაიწყო თეირანთან. თუ საქართველო მიიღებს გაზს ამ წყაროებიდან, მაშინ შეიძლება განახლდესკარბომიდის ქარხნის მშენებლობა, რომელზეც ქართულმა მთავრობამ უარი თქვა უსასხსრობის გამო. ამჯერად ეს მოხდება აზერბაიჯანის კომპანიის მონაწილეობის გარეშე. ოპოზიციას სახიფათოდ მიაჩნია ივანიშვილის ბიზნეს-ამბიციები, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან მიღწეული ენერგო-მატარებლების სქემის ჩამოშლა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესება.
ჯერჯერობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია და აზერბაიჯანის ხელისუფლება მყარად დგანან და უძლებენ თბილისის მიერ გაზპრომთან წამოწყებული გაზის ინტრიგებს, რაც გამოწვეულია მთელი რიგი პირობებით. აზერბაიჯანის კომერციული გაზის ჩანაცვლება გაზპრომის საშუალებით არც ისე იოლია, ვინაიდან მხარეებმა ფასზე უნდა მოილაპარაკონ. საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწევს, გაითვალისწინოს ის მდგომარეობა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციასთან კონტრაქტი სოციალურ გაზზე და მის ფარგლებში საქართველოს გაზიფიცირება ხელმოწერილია 2025 წლამდე. ასე რომ, აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციაჯერჯერობით წამყვან პოზიციებზე დარჩება ქართულ ბაზარზე. შექმნილ სიტუაციაში აზერბაიჯანისთვის კიდევ ერთ ხელშემწყობ გარემოებად რჩება ის, რომ საქართველოს მოლოდინი, გახდეს სატრანზიტო ქვეყნად ირანის გაზისთვის ევროპაში, ჯერ შორსაა რეალობიდან.
ირანის გაზთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ გაზპრომთან მოლაპარაკებების კონტექსტში განაცხადა. სირიის გამო თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზექართულ-ირანული მოლაპარაკებებმა შეიძლება ინტენსიური ხასიათი მიიღოს. თუკი პოლიტიკური უთანხმოება თურქეთთან შეაფერხებს მის ტერიტორიაზე ირანის გაზის გაყვანას, თეირანს, სავარაუდოდ სათადარიგო ვარიანტები ექნება ირანის გაზის ტრანზიტისთვის ევროპაში.ასეთ დაბრკოლებად განიხილება გაზსადენის მშენებლობა სომხეთიდან საქართველოში, რის შესახებაც საუბრობს ქართული მხარე. ეს საკითხი, ეტყობა, ყურადღების ცენტრში იყო სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს თბილისში, 30 ოქტომბერს. გასაგებია, რომ საქართველოს და სომხეთს სურს, მიიღოს პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენტები, მაგრამ ამ პროექტსაც არ აქვს შანსი რეალიზებისთვის.
თუ ეს მარშრუტი ჩაფიქრებულია თურქეთის გვერდის ავლით, მაშინ ირანიდან წამოსული გასზადენი ვერაფრით ვერ შეურთდება გაზის სამხრეთ დერეფანს, როგორც სთავაზობს ენერგეტიკის მინისტრი კალაძე. ამას არ დაუშვებს აზერბაიჯანიც, რომელიც კონფლიქტშია სომხეთთან. რჩება ერთი ვარიანტი: აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებისთვისირანული გაზის მიწოდება საქართველოს საზღვაო პორტებიდან, თხევადი გაზის სახით.
ამ შემთხვევაში ირანის სატრანზიტო გაზის მოცულობა დიდი არ იქნება, პროექტი კი ძვირი დაჯდება. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსსომხეთთან დაახლოვების გამო, ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. ასევე იმის გამოც, რომ ეს შეიძლება გახდეს პროექტის AGRİ კონკურენტი, რომელსაც აზერბაიჯანის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაცია ჯერ კიდევ აქტუალურად მიიჩნევს.
თუკი ირანი, სომხეთი და საქართველო უპირატესობას მისცემენ იმ ვარიანტს, რომ ევროპამ შავი ზღვის გავლით მიიღოს გაზი, ამას რუსეთი კატეგორიულად არ დაუშვებს – კრემლს არ სურს, რომ ირანული გაზი გახდეს რუსული გაზის კონკურენტი ევროპაში.
ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება ქონდეს სომხეთს და საქართველოს, ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის მიერ ანონსირებულ პროექტში, ირანთან გაზის და ნავთობის გაცვლის თაობაზე.საქმე ეხება რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ურანის ჩრდილოეთრეგიონებში, სანაცვლოდ ასეთივე მოცულობის ირანის ენერგორესურსებს მიიღებენ რუსეთის კონტრაგენტები სპარსეთის ყურის პორტებიდან და ტერმინალებიდან. მაგრამ აქ საქართველოს და სომხეთს შეიძლება კონკურენცია გაუწიოს აზერბაიჯანმა, რომელსაც მზა ინფრასტრუქტურა და ირანთან სვოპ-ოპერაციების დიდი გამოცდილება აქვს.
ზემოთჩამოთვლილი სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადრე წამოიწყო გაზის ინტრიგა, ბაქოზე ზეწოლის მოსახდენად. საქართველოს პოზიციები ძლიერ სუსტია, რადგან საუბრები გაზის ახალ წყაროებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს. ეს მომენტი გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს აზერბაიჯანს, რომ შეაკავოს საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში ენერგორესურსების ტრანზიტის საკითხებთან მიმართებაში; ასევე დაიცვას აზერბაიჯანის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის პოზიციები ქართულ ბაზარზე.
5-6 ნოემბერს, პრეზიდენტ ალიევის ვიზიტმა საქართველოში ხაზი გაუსვა საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც ბაქოსთვის, ასევე თბილისისთვის. მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა ის ფაქტორები, რომელსაც ემყარება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობადა რომლებიც განსაზღვრავენმათ სტრატეგიულ შინაარსს. ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სამხრეთ-კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი,საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბოლო ფაქტორი ყოველთვის შეაკავებს ქართულ-სომხურ ურთიერთობებს გარკვეულ ჩარჩომდე, ვინაიდან სომხეთი ფაქტიურად მხარს უჭერს რუსეთის ანექსიონისტურ პოლიტიკას, რომელიც შენიღბულია ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპის დაცვათ.

ამავე დროს, თბილისის ქცევამ ცხადად აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემები, რომლებიც ინიცირებულია ბიძინა ივანიშვილის და ზოგი ქართველი მინისტრის ბიზნეს-ამბიციებით. ზუსტად ამით შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა და გააუარესოს ურთიერთობა ბაქო-თბილისს შორის.

თუნალ აზერი

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ატომური საბრძოლო გემი გააგზავნა
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, თავის დაღუპულ მეომრებს საკანალიზაციო თხრილში ყრის… (VIDEO)