რუსული გაზის ან „გაზპრომის“ წინააღმდეგ სანქციებს უნგრეთი მხარს არ დაუჭერს – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უნგრეთი არ არის მზად განიხილოს ევროკავშირის შესაძლო სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ და არც რუსული „გაზპრომის“ ან „გაზპრომბანკის“ სანქციების სიაში შეყვანას დაუჭერს მხარს“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ამჟამად გაზის მარაგებს ავსებს, ამიტომ სანქციებს ვერ შეუერთდება.

„უნგრეთში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად არ ვართ განვიხილოთ რაიმე სანქციები გაზის მიწოდებაზე. ჩვენ გვაქვს ორი გრძელვადიანი კონტრაქტი – ერთი „გაზპრომთან“, მეორე – Shell-თან. ახლა კი, ამ მოცულობების გარდა, დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შევიძენთ, რადგან ეს არის პრინციპული მაქსიმუმი, რომლის შენახვაც შეგვიძლია ჩვენს საწყობებში ზამთრის სეზონის დაწყებამდე. ჩვენ უკვე დავიწყეთ კომერციული მოლაპარაკებები“, – განაცხადა სიარტომ.

banner
წინა სტატიაშივინიცაში სარაკეტო თავდასხმისას 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ „მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით