21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

რუსული ძალების თავდასხმა სუმზე: დაშავებულია 3 ადამიანი

სუმის რეგიონში რუსულმა ძალებმა ავტოგასამართი სადგურები დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგორი ავრცელებს.

დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

რეგიონის ხელმძღვანელის განცხადებით, ივნისში რუსეთი მიზანმიმართულად უტევს საწვავის ინფრასტრუქტურას. მისივე თქმით, მიუხედავად უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დრონების ნაწილის ჩამოგდებისა, შეტევების ინტენსივობა კვლავ უკიდურესად მაღალია.

თავდასხმების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლება საწვავის სადგურებზე უსაფრთხოების დამატებით ზომებს აძლიერებს. გამართულ შეხვედრაზე განიხილეს პერსონალის მოქმედების წესები საჰაერო განგაშისა და დრონების საფრთხის დროს.

გრიგორის განმარტებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა სამომავლოდ კიდევ უფრო გამკაცრდება.

banner
წინა სტატიაშიისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით – Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება
შემდეგი სტატია“დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული”- გიორგი შარაშიძე