26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რუსული ძალების იერიში ხარკოვსა და დონეცკზე – კრემლი ახალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს

რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში ხუთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, 6-დან 12 ივნისამდე პერიოდში რუსულმა ძალებმა ორი მასშტაბური დარტყმა და ხუთი ჯგუფური დარტყმა განახორციელეს მაღალი სიზუსტის იარაღისა და თავდასხმის დრონების გამოყენებით.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსული ძალების იერიშს შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონში საზღვაო ტერმინალს შეუტიეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს შანხაიში
შემდეგი სტატიააშშ-ის მიერ დაკავებული რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” გემის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა