რუსული ძალები იზიუმისა და სლოვიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკსა და ლუგანსკის რეგიონზე კონტროლს ინარჩუნებს. აღმოსავლეთსა და დასავლეთის დანარჩენი, ხელმისაწვდომი რუსული დანაყოფები კი იზიუმის ღერძზე არიან კონცენტრირებული.

დაზვერვის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, კიდევ 5 კმ-მდე დაწინაურდნენ იზუმიდან მთავარ E40 გზაზე.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ახლა დაახლოებით 16 კილომეტრში არიან ჩრდილოეთით, ქალაქ სლავიანსკიდან.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლოვიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი საკვანძო ნაწილი იქნება, – აღნიშნავს დაზვერვა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკის გაძლიერება განიხილეს
შემდეგი სტატია„გაზპრომის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს