17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

რუსული დრონის დარტყმის შედეგად, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში წმინდა ვვედენსკაიას (ტაძრად მიყვანების) ეკლესია განადგურდა

რუსული დრონის დარტყმის შედეგად, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში წმინდა ვვედენსკაიას (ტაძრად მიყვანების) ეკლესია განადგურდა. თითქმის 300 წლის ხის ისტორიული ძეგლი, რომელიც უკრაინის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენდა, სრულად დაიწვა. ამის შესახებ ხერსონული გამოცემა – Most იუწყება.

1726 წელს აგებული ეკლესია ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში შემორჩენილი რამდენიმე რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლიდან ერთ-ერთი იყო. მუხისგან აგებული ტაძარი იმით იყო გამორჩეული, რომ იგი ლითონის ლურსმნების გამოყენების გარეშე აშენდა – მისი ხის კარკასი მთლიანად ხის სოლებით იყო შეერთებული.

banner
წინა სტატიაშინინო თანდილაშვილი: შოვის ტრაგედიაზე ექსპერტების დასკვნამ დაადასტურა, რომ სტიქია უპრეცედენტო მასშტაბის იყო
შემდეგი სტატიანინო ჩხობაძე: შოვის განაშენიანების გეგმა ნამდვილად უნდა გაუქმდეს