13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს დავალებით, ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის ელჩი დღეს დაბარებული იქნება საგარეო

საქმეთა სამინისტროში გასულ ღამეს, გალაცის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის გამო, რომელიც უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი დაარღვია ახალი უპასუხისმგებლო ქმედებით, რომელსაც მოსახლეობის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება შეეძლო. ეს უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს არღვევს.

ოთხი წელია რუსეთი უკანონო ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ სასტიკი იმპერიალისტური დამპყრობლური ქმედებაა სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ, არამედ რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევაც,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა გამოთქვა სურვილი, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვისთვის „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიხსნას
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმ საცოდაობას რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება და იმას თუ როგორ ეუფლება რუსეთი მთლიანად ქართული ეკლესიის მმართველ ორგანოს