რუსული დარტყმა ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გასული შაბათ-კვირას, რომელმაც გაანადგურა მარცვლეულის შესანახი ტერმინალი საპორტო ქალაქ მიკოლაევში.

“კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მეორე უდიდესი მარცვლეულის ტერმინალი უკრაინაში, მიკოლაივში”, – დაწერა ბორელმა Twitter-ზე.

ბორელმა თქვა, რომ სარაკეტო დარტყმა ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო დაპირებებს, რომ შესთავაზებული იქნებოდა უსაფრთხო გასასვლელი შავ ზღვაში უკრაინის პორტებიდან სავაჭრო გადაზიდვებისთვის.

“ასეთი ცნობების გათვალისწინებით, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება”, – წერს ბორელი.

banner
წინა სტატიაშიხერსონის ექიმები მასიურად უარს ამბობენ რუს დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე
შემდეგი სტატია„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროპარლამენტმა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდამჭერი განცხადების პროექტი შეიმუშავა