რუსული Burger King-ის დირექტორის გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს

რუსული Burger King-ის დირექტორის ირინა ახმატოვას გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს. ახმატოვა სერვის “ბლა-ბლა ქარით” მგზავრობისას დაიკარგა. მალე ის მეუღლეს დაუკავშირდა და მისგან გამოსასყიდი მოითხოვეს – “მასკოვსკი კამსამოლეცი” წერს. გამტაცებლების თქმით, ახმატოვა მათთან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის. თანხა, რომელსაც ისინი ითქოვენ 100 ათასი რუბლია (დაახლოებით 5 ათასი ლარი). პოლიცია თვლის, რომ ქმარს აშანტაჟებენ თაღლითები, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ გატაცებასთან.

სხვა წყაროების თანახმად, ახმატოვას მანქანა იაპოსლავში 26 დეკემბერს იპოვეს. Audi A4 ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იყო გაჩერებული.
29 წლის ახმატოვა მოსკოვიდან ტულაში მგზავრობისას 23 დეკემბერს დაიკარგა. ის Burger King-ის დირექტორად მუშაობდა და საახალწლოდ სახლში მიდიოდა. მან “ბლა-ბლა ქარში” თანამგზავრი იპოვა, რომელიც აღმოჩნდა სექსუალური დანაშაულებებისთვის და თაღლითობისთვის ციხემოხდილი მამაკაცი. სისხლის სამართლის საქმე “მკვლელობის” მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 40 ბოევიკი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაძალიანაც ნუ შეიცხადებთ ეპისკოპოსების პოლიტიკაში ჩარევაზე, თქვენი ჭირიმე…