რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა.

როგორც ზელენსკი ტვიტერში წერს „რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან“.

„ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, – ვკითხულობთ ტვიტში.

banner
წინა სტატიაშიმგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა – ადამ კინზინგერი
შემდეგი სტატიაბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა