რუსული ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში – ჯაფარიძე

ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა ოკუპირებულ აფხაზეთში – აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრო ჯაფარიძე ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ე.წ. პრეზიდენტის, ბჟანიას განცხადებაზე. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ბაზის განთავსების შემთხვევაში, რუსული გემები აღმოჩნდებიან უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები. ჯაფარიძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ ომში ჩათრევის მცდელობას:

“ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს, აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში და ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში მოვუწოდებ, რომ წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას მთლიანობაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ვინმე მშვიდობას საფრთხეს უქმნის ამ რეგიონში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები” განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს – ზელენსკი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს