რუსული ავიადარტყმების შედეგად 23 მშვიდობიანი მოსახლე დაუღუპა

9სირიაში, იდლიბში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად, 23 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა – ლონდონში ბაზირებულმა სირიის ადამიანის უფლებების ცენტრმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
თებერვლის მშვიდობიანი ხელშეკრულების შემდეგ, ეს ყველაზე ძლიერი დაბომბვაა.
აქტივისტების თქმით, ერთ-ერთი ბომბი დაეცა საავადმყოფოს. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები.

ოფიციალურმა რუსეთმა, სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ კომენტარი გააკეთა და დაბომბვაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.
“მოგიწოდებთ, უფრო კრიტიკულები იყოთ ისეთ ბრიტანულ საფრთხობელებთან, როგორიც არის “სირიის ადამიანის მონიტორინგის ცენტრისა” და “როიტერსის” ტანდემი – ნათქვამია განცხადებაში. “

banner
წინა სტატიაშითაღლითებმა ევროკავშირის ბანკებიდან ერთ წელიწადში 888 მილიონი ევრო მოიპარეს
შემდეგი სტატიალავროვმა მშრალი შიმშილობის შემდეგ სავჩენკოს ფიზიკურ მდგომარეობაზე გაკვირვება გამოთქვა