(video)რუსული ავიაციის მოქმედებები სირიაში-სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვი

რამდენიმე დღის წინ Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუსეთის სამხედრო ძალების საავიაციო დაბომბვების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა.
სირიის ერთ-ერთი მკვიდრი ყვება იმაზე, რომ როცა რუსეთის ავიაციამ დაბომბვა განახორციელა, ის სამსახურში იმყოფებოდა. ავიადარტყმებს მისი 5 წლის გოგონა შეეწირა, უმცროს ბიჭს კი ოპერაცია გაუკეთეს. “ალახი დასჯის რუსეთის ავიაციას და ასადს” – ამბობს რესპოდენტი.
ვიდეოში ჩანს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები, რომლის დახმარებასაც ცდილობენ თანამოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ აშშ და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებს. გუშინ უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ის ასევე ადასტურებს რუსების მიერ საავადმყოფოების დაბომბვის ფაქტს.

https://youtu.be/j8VWCD7waps

banner
წინა სტატიაშისირიის ოპოზიცია კონსტიტუციის შესაქმნელად ჯგუფს ქმნის
შემდეგი სტატიაარმენ ჯიგარხანიანი ჰოსპიტალიზირებულია