რუსული არმია ანადგურებს ყველაფერს, რაც გზაზე ეღობება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ჩართვის დროს ისრაელის წამყვანი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების სტუდენტებთან და პროფესორებთან საუბრის დროს თქვა, რომ აგრესორი ქვეყნის არმია ანადგურებს ყველაფერს, რაც მას გზაზე ეღობება.

„რუსეთი ანადგურებს ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, წვავს, ანგრევს და მიწასთან ასწორებს ყველაფერს, რაც გზაზე ეღობება. რუსეთის მთავარი იარაღია მძიმე არტილერია, საჰაერო ბომბები და ფრთოსანი რაკეტა. ოკუპანტები არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ უნდა იბრძოლონ, მათ ძალიან პრიმიტიული ტაქტიკა აქვთ – იყენებენ ბომბებს და საარტილერიო შესაძლებლობის მაქსიმუმს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, გვაქვს თანხმობა, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რაც შეეხება საქართველოს, ევროპული პერსპექტივა არის ის, რაც ალბათ არის გადაწყვეტილი – კალასი
შემდეგი სტატიაახლა რუსეთი უკრაინის შავ ზღვაში გაზის წარმოებას ვეღარ შეძლებს – უკრაინელებმა რუსეთის მიერ მითვისებული „ჩერნომორნეფტეგაზას“ საბურღი პლატფორმა დაბომბეს