რუსული არხი RT ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს

რუსული არხი RT, რომელიც ინგლისურ ენაზე გადიოდა, კვირას, შუაღამით ვაშინგტონში მაუწყებლობას წყვეტს -ამის შესახებ ინფორმაცია “ბლუმბერგი” ავრცელებს. საქმე იმაშია, რომ ორი ციფრული სადგური WNVT და WNVC, საიდანაც სხვა უცხოურ არხებთან ერთად RT გადიოდა ეთერში, იხურება – სადგურის მფლობელმა ერთი წლის წინ სამაუწყებლო სიხშირეები გაყიდა. რუსული არხი არ იქნება, ასევე, ადგილობრივ საკაბელო ქსელში, რომლებიც, ფედერალური კანონის თანახმად, ვალდებულია რეგიონში არსებული არხების რეტრანსლირება მოახდინოს. RT მას შემდეგ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, რაც აშშ-ს დაზვერვამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალის გამოძიება დაიწყო. სადაზვერვო სამსახურები RT-ს აფასებენ, როგორც რუსული პროპაგანდის მატარებელს.
არხის გენერალურმა დირექტორმა მარგარიტა სიმონიანმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ წვდომის უქონლობის მიუხედავად, არხი ვაშინგტონში სხვა პლატფორმებზე გააგრძელებს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი ბრიტანეთისგან რუსეთში დიპლომატების შემცირებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაქურთებზე თავდასხმის მიუხედავად, ბერლინი ანკარას იარაღს მაინც აწვდის