“რუსული აქტივები ევროპაში დიდი ხნით იქნება გაყინული” – გერმანიის კანცლერი

“რუსული აქტივები ევროპაში დიდი ხნით იქნება გაყინული”, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აკეთებს.

როგორც ევროპელმა ლიდერმა აღნიშნა, არც რუსეთის ცენტრალურ ბანკს და არც სახელმწიფოს (აქტივებზე) ახლო მომავალში წვდომა არ ექნებათ.

„ჩვენ მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება, რომ რუსული აქტივები ევროპაში დიდი ხნით იქნება გაყინული. ასე რომ, არც რუსეთის ცენტრალურ ბანკს და არც რუსეთის სახელმწიფოს არ ექნებათ ამ აქტივებზე წვდომა ახლო მომავალში“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ უნდა გაიზიაროს რისკები იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების კიევის მხარდასაჭერად გამოყენების თაობაზე.

banner
წინა სტატიაში“ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელი ხალხის მისაღებია” – ევროპელი ლიდერების ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ვენესუელის მიმართ ყველა სანქცირებული ნავთობმზიდი ტანკერის ბლოკირების ბრძანება გასცა