რუსული ანექსია ს – 9 პოლიტიკური პარტია საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ცხრა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მიმართვის ტექსტს, საერთშორისო საზოგადოებას გაუგზავნის. საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეფასებით, ტექსტის ძირითადი მიზანია დასავლეთს საქართველოს საერთშორისო არენაზე არსებობა შეახსენოს. წერილში მოსკოვისთვის დამატებით სანქციებს ითხოვენ.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები მიიერთა რუსეთის ფედერაციის ჯარმა. ეს არის არაფერი სხვა თუ არა ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვა. ოპოზიცია ვაკეთებთ ქვეყნის საქმეს იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიგოს რეალურად რა ხდება ჩვენს თავს. მაშინ როდესაც თავისუფალი სამყარო ფხიზლდება, საჭიროა მათ გაიაზრონ, რომ უკრაინის მსგავსი პრობლემა არსებობს საქართველოშიც,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაში„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს