უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რა ზარალი მიადგა კულტურულ ძეგლებსა და შენობებს, ასევე სხვა ნაგებობებს უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე.
სამინისტროს ცნობით, სულ 823 კულტურის ნიმუში დაზიანდა, ამ სიაში უმრავლესობა არქიტექტურული ძეგლია, მეორე ადგილზე ისტორიისთვის მნიშვნელოვანი შენობებია, მესამეზე კი არქეოლოგიის ძეგლები.