“რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“

რეზო გაბრიაძეს ბოლო ნაწარმოებში ფილმის სახით -„დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფილმი რეზო გაბრიაძის შემოქმედების მწვერვალია.

„ყოფითი ცხოვრების არსი ვისაც შეუმეცნებია, ამის სამტკიცად მოვიშველიებ ბატონ რეზო გაბრიაძის ბოლო ნაწარმოებს ფილმის სახით – რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“. თუ არ გინახავთ ნახეთ ეს ფილმი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი. მულტფილმის სახითაა, თვითონ რეზოს მიყავს და აგებული აქვს თავის ბიოგრაფიაზე. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედების მწვერვალია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე – როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ
შემდეგი სტატიამეუფე იოანე რუსთავში ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლო ღვთისმსახურებას ატარებს