რუსულ ტრაულერს ნორვეგიაში ცეცხლი უკიდია

რუსულ საოკეანო თევზსაჭერ ტრაულერს “Бухта Наездник” ნორვეგიის ქალაქ ტრომსეს პორტში ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ იუწყება სააგენტო „ Цензор.Нет“.
ტრაულერს ცეცხლი 25 სექტემბერს ადგილობრივი დროით 11 საათზე გაუჩნდა. როგორც ცნობაშია აღნიშნული, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 29 წევრიდან 27 ადამიანი ჰოსპიტალშია მოთავსებული კვამლით მოწამვლის სიმპტომებით. ქალაქის ახლომდებარე რაიონების მოსახლეობა ევაკუირებულია.
ტრაულერი “Бухта Наездник” ექსპლუატაციაში 1991 წელს შევიდა და რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკის ფლოტის შემადგენლობაში შედის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტს ჩაცმულობა და დგომის მანერა დაუწუნეს
შემდეგი სტატიამივა თუ არა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე?