რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გამორთეთ კონდიციონერები, ნაკლებად იარეთ მანქანებით – EU მოქალაქეებს

ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად იმოძრაონ ავტომობილებით, უარი თქვან კონდიციონერებზე, იმუშაონ სახლიდან კვირაში 3 დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებულება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად შემუშავებული ზომები, ჩვეულებრივ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით “ჩემი როლი” მოქალაქეებს მოუწოდებს:

ნაკლებად იარონ ავტომობილით და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით;
იმუშაონ სახლიდან კვირაში 3 დღე;
ზამთარში ნაკლებად გაათბონ სახლები, ზაფხულში კი გამორთონ კონდიციონერები;
უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში ნაკლებად გამოიყენონ კონდიციონერები, რაც საწვავის მოხმარებასაც შეამცირებს;
იმოგზაურონ მატარებლით თვითმფრინავის ნაცვლად;
ასევე გადაადგილდნენ მეტად ფეხით ან ველოსიპედით;
გეგმა, ასევე, მოუწოდებს ქალაქებს, ხელი შეუწყონ უმანქანო კვირა დღის პრაქტიკას.

“ადამიანთა ტანჯვის საშინელი სცენების წინაშე, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპაში ადამიანებს სურთ იმოქმედონ”, – თქვა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა.

banner
წინა სტატიაშიოლექსი დანილოვი – რუსეთთან გაფორმებული არცერთი სამშვიდობო ხელშეკრულების არ მჯერა
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციის მეორე ფაზის“ მიზნად, დონბასის გარდა, სამხრეთ უკრაინაზე სრულ კონტროლს და ყირიმთან დერეფნის უზრუნველყოფას ასახელებს