რუსულ LifeNews-სს ჯამალამ და პროდუსერებმა კომენტარი არ მისცეს

JAMA1იუთუბზე” გამოჩნდა ვიდეო, სადაც რუსული პროპაგანდისტული არხის LifeNews-ის ჟურნალისტები “ევროვიზია 2016”-ზე გამარჯვებულ ჯამალას და მის წარმომაგენელს კომენტარს სთხოვენ, რომელზეც ისინი უარს ამბობესნ.
ვიდეო იმით სრულდება, რომ LifeNews-ის ჟურნალისტები სხვა ჟურნალისტების სიცილის ფონზე მიდიან.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინელი მომღერალი ჯამალა «ევროვიზია-2016» -ის გამარჯვებული გახდა სიმღერით “1944”. ჟიურისა და მაყურებლის ხმების დათვლის შედეგად, მან გაუსწრო ავსტრალიის და რუსეთის წარმომადგენლებს. ჯამალა -სუსანა ჯამალადინოვა, დაიბადა ყირგიზეთში 1983 წ. მისი მამა ყირიმელი თათარია. მომღერალმა ბავშვობა ყირიმში გაატარა. ჯამალა ასრულებს თავის დაწერილ მუსიკას ჯაზის, სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის სტილში. გარდატეხა მის კარიერში მოვიდა 2009 წელს, როდესაც მან გაიმარჯვა იურმალის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე.

როგორც მომღერალი აცხადებს კონკურსზე მან თავის ქვეყანა -უკრაინა ღირსეულად წარადგინა.

სიმღერა “1944” -ეს თარიღი ხსოვნის თარიღია, რადგან სწორედ ამ წელს ათასობით ყირიმელი თათრის ცხოვრების ჩარხი უკუღმა დატრიალდა”,-განმარტავს მომღერალი.

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ექსკლუზივი:აფხაზები მსოფლიო პატრიარქს საქართველოს კანონიკური საზღვრიდან გაყვანას სთხოვენ
შემდეგი სტატია“კასაბლანკას” უკანასკნელი მსახიობიც გარდაიცვალა