“ქართული ოცნების” მსგავსად რუსეთში მცხოვრები საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძეც ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს რუსეთთან საერთო არაფერი აქვს.
გიორგაძე ირწმუნება, რომ კანონი ანტიდემოკრატიული არ არის და მხოლოდ დასავლეთიდან დაფინანსებული ენჯეოების გამჭვირვალობას ემსახურება.
მისი მტკიცებით, აშშ-ს არ სურს, რომ ეს ფული ლეგალური იყოს და ამიტომ “კლიშეებს” იგონებენ.
















