რუსულ კანონს აპროტესტებენ ბათუმშიც. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ, რომლებიც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
“ვერ წაგვართმევთ ევროპულ მომავალს”, “ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია”, “ვერ წაგვართმევთ ევროპულ განათლებას” – ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები “ოცნების” მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესეტებენ.