რუსულ გაზზე სრული ემბარგოს დაწესებისთვის მზად არ ვართ – გერმანიის ვიცე-კანცლერი

„გერმანია ჯერჯერობით რუსული ენერგორესურსების სრულ ემბარგოს ვერ დათანხმდება“, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

„ამჟამად, დღეის მდგომარეობით, სრული ემბარგოს დაწესება არ შეგვიძლია, გაზის ტერმინალები და საცავი 40%-ით გავავსეთ, ეს საკმარისი იქნება ზაფხულისთვის, მაგრამ მომავალში მთლიანად უნდა დავძლიოთ რუსეთზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, რომ საშემოდგომოდ რუსულ გაზზე მთლიანად უარი ვთქვათ.

ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არ უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა დავამყაროთ ახალი კონტაქტები, ახალი შესაძლებლობები, რათა ემბარგოს დაწესება შევძლოთ“, – განაცხადა ვიცე-კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროს ინიციატივით ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უკანონო პატიმრობა მიესაჯა