რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო

საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელწმიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა დაიწყო. უკვე გავრცელდა შეხვერის დაწყების ფოტომასალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, შეხვედრას პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვიც ესწრება.

ამერიკულ დელეგაციას კი მოლაპარაკებებზე ასევე წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ევროკავშირის ლიდერებმა და დიდმა ბრიტანეთმა განიხილეს უკრაინაში 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესაძლებლობა, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, თუკი მოსკოვსა და კიევს შორის შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

გაზეთის წყაროების თქმით, ევროპული ქვეყნების 25-დან 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეიძლება, გაერთიანდეს რამდენიმე ბრიგადაში, რომლებიც უკრაინაში განლაგდებიან. ამასთან, ეს იდეა არ გულისხმობს, რომ სამშვიდობოები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აღმოჩნდებიან დაპირისპირების ხაზზე. გაზეთის ცნობით, ჯარისკაცები მხოლოდ „მზად იქნებიან ძალის დემონსტრირებისთვის, თუ რუსული ჯარები შეეცდებიან ომის განახლებას“.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული იდეა ჯერ განხილვის ეტაპზეა. გაზეთი წერს, რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ამჟამად „უფრო მეტ შეშფოთებას განიცდიან ან აწყდებიან შეზღუდულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებულ პრობლემებს“. კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, გამოცემა არ აზუსტებს.

როგორც გამოცემა წერს, ამავდროულად, ევროპის ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან გაიგონ, თუ რა სამხედრო დახმარებას გაუწევს ვაშინგტონი უკრაინას ომის დასრულების შესახებ შესაძლო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: მზია ამაღლობელის, როგორც ბრმა იარაღად გამოყენება ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟისთვის, ვერ მოხდება
შემდეგი სტატია“კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმის გზაზე… საქართველოს, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით, არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს”-როჰაჩი