რუსულ-აფხაზურ შეხვედრაზე ინვესტირების საკითხები განიხილეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში აფხაზურ-რუსული სამთავრობოშორისი შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების ჩადებას ეხებოდა.
შეხვერაზე რუსეთის ფედერაციას ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი წარმოადგენდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირველივე დღესვე გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. მათ შორის იმაზე, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინვესტორებს სხვადასხვა პროცედურული საკითხების მოგვარება უნდა გაუმარტივდეთ. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკონომიკის მინისტრი ადგურა არძინბა წარმოადგენდა – “სპუტნიკ აფხაზეთი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის ცოლის ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
შემდეგი სტატიაპოროშენკო თავის მომხრეებს ერთ წელიწადში დაბრუნებას დაპირდა (ვიდეო)