რუსუდან თევზაძე – გონებით მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ნაბიჯია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას უსაფრთხოების ექსპერტი რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. თევზაძე მიიჩნევს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ნაბიჯია.

“ბატონ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. მას შემდეგ რაც ემოციები მეტ-ნაკლებად დაღვინდა, მეც მსურს ჩემი მოსაზრება შემოგთვაზოთ.
პირველი, ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ ჩვენს სახელმწიფოს განვითარების ევროინტეგრაციის გზას და პატივს ვცემ მთავრობის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს.
მეორე, ცხადია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე სამართლებრივი კომპონენტის აღსრულების უზრუნველყოფა.
აუცილებელია გავიაზროთ და გავაანალიზოთ სახელმწიფოს ვალდებულება, მთელი მოსახლეობის მიმართ, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა და მდგრადობა, რისთვისაც ნამდვილად არის მომართული მმართველი ძალა.
თუმცა, ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობას. რიგი ოპოზიციური სპექტრის სრულიად არაადეკვატურ და არასახელმწიფოებრივ განწყობებსა და ნაბიჯებს, რომელიც ცალსახად მხოლოდ დესტაბილიზაციისკენ და დესტრუქციისკენ არის მიმართული.
პოლიტიკურ რაკურსს, რომ თავი დავანებოთ, სოციალური უსაფრთხოების კომპონენტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ემოციებისგან თავისუფალი, პრაგმატული პროგნოზირებადი ნაბიჯების გადადგმა.
და კიდევ უფრო მეტად მაშინ, როცა საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, იმ პროვოკაციასთან, რომლის მხოლოდ კონტურები კი არა სრული დარუკება იყო წარმოდგენილი ნაციონალების პარტიულ ლოკაციაზე. არანორმალური სურვილი სახელმწიფოსგან „თავდასხმისა“ და შედეგი გაძლიერებული, მრავალსპექტრიანი „თავდაცვისა“.
კარგად მესმის, თუ როგორი რთულია ამგვარი ოპოზიციის ხელში მართო ქვეყანა და არ გაიარო ბეწვის ხიდზე. იპოვო „ოქროს შუალედი“ და უზრუნველყო ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება.
ამდენად, გონებით მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ნაბიჯია”- წერს რუსუდან თევზაძე.

banner
წინა სტატიაშიმარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
შემდეგი სტატია55 ათასი ლაიქი, 2 ათასზე მეტი გაზიარება და 6 ათასამდე კომენტარი – გახარიას სელფი თანამშრომლებთან რეკორდს ხსნის