რუსუდან კიკალიშვილი სოციალურ ქსელში დღეს მომხდარი ავტოავარიის შესახებ წერს

14724567_1257845107568874_951632229422946091_n

თვითმხილველი რუსუდან კიკალიშვილი სოციალურ ქსელში დღეს მომხდარი ავტოავარიის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

 

“საშინელი დღე და საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩემ თვალწინ დატრიალდა. ავარია, სადაც ჯარისკაცების მანქანა გადავარდა, მანქანის ბორტზე ოცდათხუთმეტი პატარა ჯარისკაცები ისხდნენ, რომლებიც სახლში მიდიოდნენ, მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა და ეს ბიჭები გადმოცვივდნენ და ზოგი შიგ მოიყოლა. მეგონა, რომ ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი, ოცდათხუთმეტი ბიჭი, რომელიც მიმოფანტულები არცერთი არ ინძრეოდა. მანქანა ჯერ კიდევ მუშაობდა და სისხლის გუბეები, პანიკა და გამვლელი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მათ დახმარებას.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა და ადგილზე დაიღუპა. საშინელი ტრაგედია, რომელიც არასდროს გამოვა ჩემი თვალებიდან”, – წერს თვითმხილველი.

banner
წინა სტატიაში(video) სირიისკენ მცურავი რუსული “ადმირალი კუზნეცოვი” ლა-მანშში შევიდა
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა მწუხარებას გამოთქვამს დედოფლისწყაროს რაიონში მომხდარ ავარიაში ჯარისკაცის გარდაცვალების გამო