რუსუდან გოცირიძე – ყველაზე დამცინავი იყო, როდესაც ფეხბურთის მატჩისთვის გააუქმეს კომენდანტის საათი

აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი და მორწმუნეებს მისცეს შესაძლებლობა ტაძარში ღამის 11 საათიდან დილის 4 საათამდე მივიდნენ.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სხვა კონფესიების წარმომადგენლები
დისკრიმინაციად აფასებენ, რადგანაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებამ კათოლიკურ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი უთხრა, შეზღუდვები ძალაში დარჩა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიისთვის შობაზეც.

“ყველაზე უფრო დამცინავი იყო, როდესაც ფეხბურთის მატჩისთვის კომენდანტის საათი გააუქმა ხელისუფლებამ და იმავე კვირაში, ნოვრუზ ბაირამისთვის არაფერი გააკეთა” – ამბობს რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.

მუსლიმურ თემის მთავრობამ უარი უთხრა 1 ღამით შეზღუდვა მოეხსნა, როდესაც ისინი ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაინდოეთში, ერთ-ერთ კოვიდ საავადმყოფოში ხანძრისას 18 ადამიანი დაიღუპა