26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

რუსთავში ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქალს დაეჯახა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ცნობით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე, ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 45 წლამდე ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველების შეფასების სისტემა იცვლება — ჯანდაცვის მინისტრი დეტალებს აკონკრეტებს
შემდეგი სტატია“წერილი მელიას არ დაუწერია, გვარამია ებრძვის მიშას”- იაგო ხვიჩია