32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

რუსთავში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრეს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ციხის ადმინისტრაცია შემეხმიანა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა
შემდეგი სტატია1-ელი ივლისიდან მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება