რუსთავში შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება

პირველად საქართველოში, შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

შეჯიბრებები რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ დარბაზში იმართება. მასში 18 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს.

ღონისძიება სპორტულ კლუბ ულტიმაქსის ორგანიზებით ტარდება.

დღის პირველ ნახევარში რინგი მოყვარულებს დაეთმობათ, საღამოს კი პროფესიონალი სპორტსმენების ორთაბრძოლა შედგება.

შეჯიბრებები გუშინ დაიწყო, ხოლო დღეს ფინალური ეტაპი გაიმართება.

ჩემპიონატი „კრიატივ გრუპი“ს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი გაციებულია და საკვირაო წირვას ამის გამო ვერ დაესწრო
შემდეგი სტატიააუდიოჩანაწერის უკანონო მოპოვებისა და გამოყენების საქმეზე “სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლი დაკითხეს