რუსთავში, საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ღამის 2:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობი პირი საშაურმეში შევიდა და მომსახურე პერსონალს, 22 წლის მამაკაცს, თავში ქვა ჩაარტყა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის პაციენტი უკვე სახლში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა კვების ობიქეტიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს და არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიდფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლონდა თოლორაია დაინიშნა
შემდეგი სტატიამუხთარლის ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს